ევროპის უმსხვილესი “ლოუკოსტერი” Ryanair-ი კიოლნი-თბილისი-კიოლნის მარშრუტზე ოპერირებას 2020 წლის 29 მარტიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას, Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა 4 საათსა და 5 წუთს შეადგენს.
რეისი FR3940 კიოლნი – თბილისი 14:45-20:50
რეისი FR3941 თბილისი – კიოლნი 21:25-23:30
ავიაბილეთის ღირებულება კი 41 ევროდანაა.
Ryanair-ი მიმდინარე წელს თბილისის მიმართულებით მილანიდან 4 სიხშირით შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმება 12 მიმართულებაზე მოხდა, რომელზეც ოპერირებას ავიაკომპანია სამომავლოდ განახორციელებს.
პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.
ხოლო თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით იფრენს მილანში (2019 წლის 6 ნოემბრიდან), ხოლო 3 სიხშირით – კიოლნში (2020 წლის აპრილიდან).
Ryanair-ი ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ის წელიწადში 139 მლნ მგზავრს ემსახურება. დღეში ავიაკომპანია 2400 ფრენას ახორციელებს და 87 ბაზა გააჩნია. ფრენებს კომპანია 37 ქვეყნის 224 მიმართულებით ასრულებს. კომპანიის მფლობელობაში 475 ხომალდი, მათი უმრავლესობა კი Boeing 737 ტიპისაა. Ryanair Holdings plc ევროპის უმსხვილესი საავიაციო ჯგუფია. მისი შვილობილი კომპანიებია Ryanair DAC, Lauda, Buzz და Ryanair UK. ჯგუფი 1985 წელს შეიქმნა და 19 000-მდე ავიაპერსონალი ჰყავს.