ირლანდიური “ლოუქოსტერის” Ryanair-ს გენერალური დირექტორი მაიკლ ო’ლირი პირობას დებს, რომ Ryanair-ი გახდება პირველი უცხოური ავიაკომპანია, რომელიც უკრაინის ბაზარზე დაბრუნდება.
“ჩვენ ვიქნებით პირველი ავიაკომპანია, რომელიც დაბრუნდება უკრაინაში, როცა ეს უსაფრთხო იქნება, მაგრამ ამას მომდევნო ზამთარდე პერიოდი დასჭირდება, როდესაც უკრაინელები რუსებს იქ დააბრუნებენ, საიდანაც ისინი მოვიდნენ“, – დასძინა ო’ლირიმ.
ო’ლირიმ განაცხადა, რომ Ryanair “პირველად 30 წლის განმავლობაში” უკრაინის საელჩოებთან თანამშრომლობით, ავიაკომპანიას პოლონეთის აეროპორტებში ჰუმანიტარული ტვირთი ჩააქვს.