ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი იანვარში 23 მიმართულებაზე ფრენებს აჩერებს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის მაიკლ ო’ლირის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი დაბალი მოთხოვნაა. გაუქმება ძირითადად ბალკანეთის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებიდან განხორციელებულ რეისებს ეხება. თუმცა ყველაზე მეტი რეისი მაინც ხორვატიის დედაქალასიდან, ავიაკომპანიის ახალი ბაზიდან გაუქმდა.
იმავდროულად უცნობია Ryanair-ი აღნიშნულ რეისებს თებერვალში ან მარტში აღადგენს თუ არა.