ავიაკომპანია Ryanair-ს ბორტზე ნასვამი მგზავრების ნაკადის ზრდის გამო აეროპორტებში სასმელებზე ლიმიტის შემოღება სურს.
ავიაკომპანიამ ევროპულ ხელისუფლებას მოუწოდა, ალკოჰოლის გაყიდვაზე ახალი შეზღუდვები შემოიღონ, რათა მგზავრებმა თვითმფრინავში ჩასხდომამდე არ დალიონ ალკოჰოლი სასმელი.
ავიაკომპანიები იტოვებენ უფლებას უარი უთხრას ნებიერ მგზავრს, ვინც მათი აზრით ზედმეტად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა, Ryanair-ს ახლა სურს აეროპორტებმა მოსთხოვონ მგზავრებს აჩვენონ ჩასხდომის ბარათი, როდესაც ისინი ყიდულობენ ალკოჰოლს აეროპორტის ბარებსა და პაბებში, ასევე უბაჟო მაღაზიებში.
„ჩვენ არ გვესმის, რატომ არ იზღუდება აეროპორტებში მგზავრი ორ პორცია ალკოჰოლურ სასმელზე მეტის ყიდვისას, რადგანაც ეს გამოიწვევს მგზავრების უფრო უსაფრთხო და უკეთეს ქცევას თვითმფრინავში, ისევე როგორც მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხო მოგზაურობის გამოცდილებას“, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.
ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ფრენის შეფერხებისას მგზავრები აეროპორტში მოიხმარენ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს.