Ryanair-მა 2019 წლის დეკემბერში ფრენების 91% დროულად შეასრულა, 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 88%-ს შეადგენდა, – ამის შესახებ კომპანია დეკემბრის ანგარიშში აქვეყნებს.

გამოკითხული 95 000 მგზავრი კომპანიის მომსახურებას დადებითად აფასებს. მგზავრთა 92% მიიჩნევს, რომ ეკიპაჟი მეგობრული და კეთილგანწყობილია, ბორტზე მომსახურებას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 90%, კვება და სასმელების შეთავაზება 83%-ს დადებითად მიაჩნია.

Ryanair-ის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი კენი იაკობსი ამბობს, რომ Ryanair Group Airlines-მა 11.2 მლნ-მდე მგზავრი გადაიყვანა და შესრულებული 60 000-მდე ფრენიდან 91% დროულად შეასრულა. ფრენების დროულად შესრულების დამაბრკოლებელ ფაქტორებს შორის იაკობსი გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში გაფიცვებს ასახელებს. „ამის მიუხედავად ჩვენ განვაგრძობთ ოპერირებას როგორც წამყვანი ავიაკომპანია და დროულად შესრულებული ფრენების მაჩვენებელს ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ“, – ამბობს იაკობსი.