ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ახალ ფინანსურ ჯარიმას აწესებს იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ფრენის დროს აგრესიულად ან უწესრიგოდ იქცევიან.
ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ ჯარიმა 500 ევროდან დაიწყება. თანხა პირდაპირ ბილეთის დასაჯავშნად გამოყენებული საბანკო ბარათიდან ჩამოიჭრება. Ryanair-ის პოლიტიკაში ასეთი ცვლილებები უკვე შევიდა.
კომპანია ხაზს უსვამს, რომ ეს ნაბიჯი „შემაკავებელი“ უნდა გახდეს და ბორტზე დესტრუქციული ქცევის აღმოფხვრას შეუწყოს ხელი.
როგორც Ryanair-ში აცხადებენ, ბორტზე დარღვევებმა არაერთხელ გამოიწვია დაგვიანებები და მარშრუტის შეცვლა. კერძოდ, 2025 წლის იანვარში ავიაკომპანიამ 15 000 ევროს ოდენობის სარჩელი შეიტანა მგზავრის წინააღმდეგ, რომელმაც დუბლინიდან ლანსაროტეში (კანარის კუნძულები) მდებარე რეისი პორტუგალიის ქალაქ პორტოში აიძულა დაეშვა.
Ryanair-ი, რომელმაც 2024 წელს 200 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, შეზღუდოს ალკოჰოლის გაყიდვა აეროპორტებში, რათა შემცირდეს ასვლამდე ინციდენტების რაოდენობა.












