ავიაკომპანია Ryanair-ი Boeing 737 Max-ით ავიარეისების შესრულებას მიმდინარე წლის მაისიდან შეუდგება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, Boeing-ი ცდილობს დაარწმუნოს უსაფრთხოების სამსახურები, Boeing 737 Max-ის ფრენის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის ახალი მოდიფიკაცია ხელს შეუშლის მომავალ კატასტროფებს.
Independent-ი წერს, რომ Ryanair-ი იქნება პირველი ავიაკომპანია, რომელიც Boeing 737 Max-ით ფრენებს განაახლებს.
შეზღუდვების დაწესებამდე, ევროპის უმსხვილეს ავიაკომპანიას 197 ერთეულ Boeing 737 Max-ზე ჰქონდა შეკვეთა.
Ryanair-ი ამ დროისათვის მხოლოდ Boeing 737-800-ებით ოპერირებს.