აგვისტოში ავიაკომპანია Ryanair-ის ტრაფიკი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ აგვისტოში Ryanair-ის მგზავრთნაკადმა რეკორდი დაამყარა.
ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ აგვისტოში 18.9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მგზავრთნაკადი 16.9 მილიონი მგზავრი იყო. COVID-19 პანდემიამდე, 2019 წლის აგვისტოში ავიაკომპანიის მგზავრთნაკადი 14.9 მილიონი მგზავრი იყო.
Ryanair-ის წინა რეკორდი – 18,7 მილიონი მგზავრი, რომელიც ივლისში დაფიქსირდა.
ირლანდიური ავიაკომპანია მიმდინარე ფისკალურ წელს ტრაფიკის ზრდას ელოდება, რომელიც 2024 წლის მარტში მთავრდება. ავიაკომპანიის პროგნოზით მგზავრთნაკადი 9%-ით გაიზრდება და 183,5 მილიონ მგზავრს მიაღწევს.