Ryanair Holdings PLC-ი ოქტომბერში მგზავრთნაკადის ზრდაზე აცხადებს. კომპანიის ცნობით, მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი და 13,8 მლნ-ს აღწევს.
კომპანიის ცნობით, მთლიანი მგზავრთნაკადიდან Ryanair-ი 13,2 მლნ მგზავრს მოემსახურა, Ryanair Holdings-ის შვილობილ კომპანია Lauda-ზე კი 0,6 მლნ მგზავრი.
შედარებით მცირე გადაყვანების მიუხედავად, Lauda-ს მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით.