დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა უარი თქვა ფრენების შესრულებაზე გერმანიის სამი აეროპორტიდან.
BILD-ის ცნობით, მიზეზი მაღალი გადასახადები გახდა.
ირკვევა, რომ ამ სამი აეროპორტიდან ფრენები 2025 წლის ზაფხულში შეწყდება.
“Ryanair შეწყვეტს ყველა სახის ოპერირებას დორტმუნდში, დრეზდენსა და ლაიფციგში და ჰამბურგში 60%-ით შეამცირებს ფრენების რაოდენობას, რაც 1,8 მილიონი მგზავრის დაკარგვას გამოიწვევს”, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი უილსონმა.
მანვე აღნიშნა, რომ Ryanair-ს მომავალში ამ ქვეყნიდან 22 მარშრუტის გაუქმება მოუწევს.
გერმანიამ კოვიდამდელი ტრაფიკის მხოლოდ 82% აღადგინა. ამ მაჩვენებლებით კი ქვეყანას ევროპაში ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს. მაღალი სახელმწიფო გადასახადებისა და მოსაკრებლების და Lufthansa-ს მონოპოლიის გამო, გერმანიის მოქალაქეები და ვიზიტორები ავიაბილეთებში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალ ფასებს იხდიან“, – განაცხადა უილსონმა.