ცნობილი გახდა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ბულგარეთში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.  მიმდინარე წლისთვის კი კომპანიამ მიზნად დაისახა სოფიიდან ხელმისაწვდომი მარშრუტების რაოდენობა 43-მდე გაზარდოს და კიდევ 4 ახალი თვითმფრინავი შეიძინოს. მათ შორის ორი Boeing 737 8-200. 2025 წელს Ryanair გეგმავს 0,4 მილიარდი დოლარის დახარჯვას, ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯეისონ მაკგინესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მოგვიანებით, Ryanair-ის ხელმძღვანელები ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლებს საინვესტიციო გეგმის განსახილველად შეხვდებიან.

Ryanair ელოდება მგზავრთა რაოდენობის 8%-იან ზრდას და იმედი აქვს, რომ  2025 წელს მგზავრთნაკადი . 2,9 მილიონამდე გაიზრდება

საინვესტიციო გეგმა, რომელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში განხორციელდება, მთელ მსოფლიოში მგზავრთა რაოდენობის 200 მილიონით გაზრდას ითვალისწინებს.