ზოგიერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე იპოვა თვითმფრინავების ნაწილების მომწოდებლები აზიის ქვეყნებში, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილების მომწოდებლები აზიის ქვეყნებში იპოვეს. მართალია ფასი 20%-ით მეტია. თუმცა, მისცე ძველი (დეტალი),დაამატო თანხა და აიღო ახალი, არ გამოვა. მხოლოდ ახლის ყიდვა შეგიძლია, ფასნამატით. მაგრამ ესეც უკვე რამეა”, განაცხადა წყარომ ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანიიდან.

როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომლის ფარგლებშიც რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო ხომალდების, სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ასევე მათი ტექნიკური მომსახურება იზღუდება.