რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის და თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რუსეთის უფრო მეტი ქალაქიდან იფრენს.
Red Wings-ი მინვოდიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს 29 ოქტომბრიდან დაიწყებს, ხოლო ბათუმის მიმართულებით 1-ელი ნოემბრიდან.
დღეისათვის Red Wings-ი თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენებს ასრულებს მოსკოვიდან, ეკატერინბურგიდან, სოჭიდან, სამარიდან და ყაზანიდან.
ხოლო ქუთაისის მიმართულებით Red Wings-ი სანკტ პეტერბურგიდან ასრულებს რეისებს.