რუსული ავიაკომპანია უსაფრთხო ფრენების თარიღს ასახელებს. Ural Airlines-ის საავიაციო ტექნიკური ცენტრის დირექტორმა იგორ პოდუბნიმ განაცხადა, რომ ავიაგადამზიდავის ხომალდებს დასავლეთის სანქციების მიუხედავად ორი-სამი თვის განმავლობაში შეეძლებათ ფრენა
“Ural Airlines-ის თვითმფრინავები უსაფრთხოდ იფრენენ ფლოტის „განადგურების” გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ არ იქნება საჭირო ერთი ხომალდიდან მეორეზე ნაწილების მოხსნა-გადატანა“, – ასეთი პროგნოზი იგორ პოდუბნიმ გააკეთა.
ექსპერტის თქმით, ავიაკომპანიამ გააანალიზა თვითმფრინავების მასალებისა და სათადარიგო ნაწილების გლობალური ბაზარი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს სანქციების გვერდის ავლით სათადარიგო ნაწილების მიწოდების საშუალება.
“მთლად შავ სურათს ვერ ვხედავ. არის ვარიანტები და ისინი საკმაოდ ცივილიზებულია. მასალები, რომლებსაც გვთავაზობენ, არის ფრენისუნარიანობის სტანდარტების მიხედვით – როგორც ევროპული კანონების მიხედვით ასევე საშინაო”, – ირწმუნება Ural Airlines-ის საავიაციო ტექნიკური ცენტრის დირექტორი.
შეგახსეებთ, რომ მარტის დასაწყისში ტრანსპორტის სამინისტრომ შეიმუშავა სამთავრობო დადგენილების პროექტი, რომელითაც ავიაკომპანიებს უცხოური წარმოების თვითმფრინავების ფლოტის შენარჩუნებაში დაეხმარება. ამრიგად, შემოთავაზებულია უცხოური თვითმფრინავების მეიჯარეებისთვის დაბრუნების დაშვება მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლების სპეციალური სამთავრობო კომისიის დამტკიცების შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი.