2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 2.8% -ით გაიზარდა   

2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს  2.8%-ით აღემატება. ამასთან, ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 0.6%-ით და მათმა რაოდენობამ სექტემბერში 539 524 შეადგინა.

არსებული მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული მონაცემები კვლავ ჩამორჩება იმ პროგნოზებს, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ზრდის დინამიკის ფონზე არსებობდა.

ამასთან, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან  საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 20.6%-ით შემცირდა და  147 425 შეადგინა, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 29.9%-ით  და  105 572 შეადგინა.

2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში სულ 7 237 560 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 6.6%-ით აღემატება.

დეტალური სტატისტიკა ასეთია:

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +37.8%, გაერთიანებული სამეფო +28.9%, პოლონეთი +26.8%, საფრანგეთი +25.9%, ნიდერლანდები +25.4% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +130.4%, ყირგიზეთი +84.4%, ყაზახეთი +56.4%, ჩინეთი +48.9%, საუდის არაბეთი +45.6%, ქუვეითი +32.8% და სხვა.

 შემოსავლები ტურიზმიდან

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მლრდ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.

2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 396 მლნ. აშშ დოლარს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.6%-ით ჩამორჩება.

2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +5%), ხოლო ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.1%-ს უტოლდება.