სააგენტო Biletix-ის გენერალური დირექტორის იგორ კონსტანტინოვის განმარტებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში სურთ მოხვედრა, აქტიურად იყენებენ აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის მარშრუტებს საქართველოში მოსახვედრად.
“საქართველოსთან მიმართებაში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენ დავინახეთ, რომ მგზავრებმა, რომელთაც სურთ საქართველოში მოხვედრა, დაიწყეს ბილეთების ძებნა ბაქოს, სტამბოლისა და ერევანის გავლით. საქართველოში მოხვედრისთვის, ჩვენ ვხედავთ ტოპ ტრანზიტულ მიმართულებებს თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის გავლით. ასევე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების, განსაკუთრებით კი ბელარუსის გავლით. მგზავრებს ალტერნატიული საშუალება დარჩათ და რამდენიმე გადაჯდომის შედეგად შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა”, აცხადებს სააგენტოს დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.