რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტამ, რაც თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოხდა, რუსულ ავიაკომპანია Ural Airlines-ს 1 მლრდ რუბლის ზარალი მიაყენა. აღნიშნულის მონაცემებს Ural Airlines-ის გენერალური დირექტორი სერგეი სკურატოვი ასაჯაროებს. 

რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო პირდაპირი ავიარეისი 2019 წლის 7 ივლისს განხორციელდა, რადგანაც ავიაემბარგო ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.

“ჩვენ 1 მლრდ რუბლის ავიაბილეთები ვერ გავყიდეთ” განაცხადა სკურატოვმა.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ავიაგადამზიდავებისათვის კომპენსაციის საკითხს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლების მიერ ამ დრომდე მიღებული არ არის. აღნიშნულის მიზეზად კი მეთოდოლოგიაზე მსჯელობა სახელდება, რაზე დაყრდნობითაც ავიაკომპანიებზე საბიუჯეტო სახსრები გაიცემა.