რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე მუშაობას გააგრძელებს. ქვეყნის საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი კარასინი მიიჩნევს, რომ მხარეები კოვიდ-პანდემიამდე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხის გადაწყვეტასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ. “ვიმედოვნებთ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. სამწუხაროდ, კოვიდმა ამას ხელი შეუშალა. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ვითარება დასტაბილურდება“, – აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით შეწყდა.