რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის მიუხედავად, სატრანსპორტოსთან ერთად საზღვაო მიმოსვლა კვლავინდებურად ძალაშია.
“კომეტა” სოჭი-ბათუმის მარშრუტზე ისევ ხელმისაწვდომია და ის გაწერილი გრაფიკის მიხედვით მოძრაობს. რუსეთისა და საქართველოს პორტებში ადასტურებენ, რომ “კომეტას” გადაადგილებას საფრთხე არ ემუქრება და რაიმე შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ.
ჩქაროსნული კატერი, რომელიც 120 მგზავრზეა გათვლილი სოჭიდან ბათუმის მიმართულებით რეისებს ყოველ სამშაბათს და პარასკევს ასრულებს, ხოლო ბათუმიდან სოჭის მიმართულებით კი ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს.
შესაბამისად, 8 ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში და პირიქით, საქართველოდან რუსეთში გამგზავრება სახმელეთო და საზღვაო გზით შეეძლებათ. ასევე შესაძლებელია გადაადგილება საჰაერო გზით, თუმც ტრანზიტული ავიარეისებით.