რუმინეთის იასის აეროპორტი მხოლოდ მზის ენერგიის გამოყენებას გეგმავს. ეს არის მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტი ქვეყანაში.
ამის შესახებ აეროპორტის დირექტორმა რომეო ვატრემ განაცხადა. იასის აეროპორტმა მთლიაად მზის ენერგიაზე გადასვლისთვს გრანტი მოითხოვა. ამისთვის 1 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებენ. მზის ბატარეების პარკის გაფართოების ჯამური ღირებულება 3 მილიონი ევროა, დანარჩენ 2 მილიონ ევროს კი თავად აეროპორტი დაფარავს.
იასის აეროპორტში უკვე არის მზის პარკი. ის 2023 წლიდან ფუნქციონირებს, მაგრამ ვერ ფარავს მთელ აეროპორტს.