რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს.
ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ აქვთ სათანადო ცნობა დაგეგმილი რეისების შესახებ.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს. საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას რუსული მხარიდან ფრენების აღდგენაზე არანაირი შეტყობინება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივნისს შეწყდა.