“როსავიაცია” ავიაკომპანია S7-თვის მოსკოვი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ფრენების დაშვების გაცემას, ხსნის. უწყების ინფორმაციით, ნორმალური პრაქტიკაა, როდესაც ავიაკომპანიები იღებენ, ან იხანგრძლივებენ დაშვებას ბაზარზე, რათა ფრენების აღდგენისთანავე, მათ ფრენების განხორციელება შეძლონ.

“დაშვება – ეს კომპანიის უფლებაა. როდესაც საქართველოს მიმართულებით შეზღუდვები იქნება მოხსნილი, ავიაკომპანია “სიბირი” (S7) ამ უფლების გამოყენებას შეძლებს”, განმარტავენ “როსავიაციაში”.

შეგახსენებთ, რომ „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. 

ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ აქვთ სათანადო ცნობა დაგეგმილი რეისების შესახებ.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს. საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას რუსული მხარიდან ფრენების აღდგენაზე არანაირი შეტყობინება არ მიუღია.

ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივნისს შეწყდა.