ქართული ავიაკომპანია “Myway Airlines” ევროპის რამოდნიმე მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შემდეგი განრიგებით შესრულდება:
• თბილისი-რომი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 მარტამდე;
• თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას, 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე;
• თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას), 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 მარტამდე;
• თბილისი-ათენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე;
• თბილისი-მიუნხენი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე;
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ამატებს ფრენის სიხშირეს თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე და ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენებს შეასრულებს კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა), ნაცვლად 3 სიხშირისა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ახალი მიმართულებებით და დამატებითი სიხშირეებით ოპერირების ნებართვა “Myway Airlines”-ს დღეს, 5 ოქტომბერს მიენიჭა.