2022 წლის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 486 სატვირთო რეისი შეასრულა.

შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 421 რეისი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ოპერირება 2022 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელმაც 2022 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 96 რეისი განახორციელა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი რომელიც  საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე იანვარ-დეკემბერში 112 რეისს მოემსახურა.

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Easy Charter-ი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2022 წელს ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 92 სატვირთო რეისი განახორციელა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.