Yemeksepeti, საკვების მიწოდების პოპულარული ონლაინ აპლიკაცია თურქეთში, აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული კერძი არის ქათმის დონერ ქაბაბი. Yemeksepeti ანალიტიკოსებმა გააზიარეს სტატისტიკა, რომელიც ასახავს 2023 წლის ტენდენციებს კვების და სასმელების ინდუსტრიაში.
ქათმის დონერ ქაბაბი თურქეთში ყველაზე პოპულარული კერძი აღმოჩნდა, რაც ხაზს უსვამს ქუჩის კულტურის გავლენას და ცხოვრების სწრაფ ტემპს.
ლაჰმაჯუნი, რომელიც 2022 წელს პირველ ადგილზე იყო, 2023 წელს უკვე მესამე ადგილზე მოხვდა, ხოლო ქათმის დონერი, რომელიც მეორე ადგილზე იყო 2022 წელს, წელს უკვე ლიდერია.
Yemeksepeti-ში ყველაზე შეკვეთილი კერძების ათეულში შედის ქათმის დონერ-ქაბაბი, ბურგერი, ლაჰმაცუნი, პიცა, ჩიგ კოფტე, ტოსტი, ადანას ქაბაბი, ქათმის ტანტუნი, ოსპის წვნიანი და ბრტყელი პური.
საგულისხმოა, რომ წელს ყველაზე შეკვეთილი სალათების სიას ქათმის სალათი ლიდერობდა. სალათების პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც მიუთითებს ჯანსაღი კვების ტენდენციებისადმი ინტერესზე.