2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული კომპანია Turkish Cargo-ა
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo 4 496,921 ტონა ტვირთს მოემსახურა.
საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურის საჰაერო სატვირთო გადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელიც იანვარ-ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 348,300 ტონა ტვირთს მოემსახურა.
საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ია, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით იანვარ-ნოემბერში 2 238,913 ტონა ტვირთი გაატარა.
რაც შეეხება ბელორუსის Rubystar Airways-ს, ავიაკომპანიამ 2021 წლის 11 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 1 404,921 ტონა ტვირთი გადაზიდა.
გადაზიდული ტვირთების მიხედვით, ქართული ავიაბაზრის TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგშია ასევე ახლად შექმნილი ქართულ ავიაკომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე იანვარ-ნოემბერში 956,422 ტონა ტვირთს მოემსახურა.
PS. Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით აყვანილი და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს.