საქართველოს ავიაბაზრის უპირობო ლიდერი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია. ხოლო მეორე პოზიციას თურქული ეროვნული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი იკავებს.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2024 წელს Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე 1 259 069 მგზავრს მოემსახურა, რაც მთლიანი მგზავრთნაკადის 24,2%-ია. 2024 წლის განმავლობაში Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში სულ 553 349 მგზავრს მოემსახურა, რაც საქართველოს აეროპორტებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის 10,6%-ია.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 10,5%-იანი წილის მფლობელია და შესაბამისად TOP-5-ში მესამე ადგილზეა თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც საქართველოს აეროპორტების გავლით 546 211 მგზავრს მოემსახურა.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით TOP-5 ავიაკომპანიაში მეოთხე ადგილზე ქართული ავიაგადამიზიდავი Georgian Airways-ია, რომელიც საერთო მგზავრთნაკადის 9,9%-ს მოემსახურა და საერთო ჯამში 515 113 მგზავრი გადაიყვანა.
TOP-5-ში ბოლო პოზიციას კი Azerbaijan Airlines-ის (AZAL), რომელიც 2024 წელს საქართველოს ავიაბაზარზე 412 980 მგზავრს მოემსახურა, რაც საერთო მგზავრთნაკადის 7,9%-ია.