გამოცემა „ისრაელ ჰა-იომის“ მიერ გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, რომელიც ვებგვერდ Trustpilot-ზე მომხმარებლების შეფასებებსა და მედიის ინფორმაციას ეყრდნობა, გამოვლინდა, თუ რომელი ავიაკომპანიები კარგავენ ყველაზე მეტ ბარგს.
კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა:
Ryanair საუკეთესოდ დასახელდა – ის ყველაზე ნაკლებ ბარგს კარგავს. ყოველ 1000 მგზავრზე დაკარგული ბარგის რაოდენობა 1.2 ერთეულია, რაც დაკარგვის 0.12%-იან ალბათობას ნიშნავს.
Jet2 მეორე ადგილზეა 1.5 დაკარგული ერთეულით ყოველ 1000 მგზავრზე.
Virgin Atlantic-ის მგზავრებისთვის ბარგის დაკარგვის ალბათობა 0.2%-ია.
საპირისპიროდ, ყველაზე მეტი საჩივარი British Airways-ზე შევიდა – ყოველ 1000 მგზავრზე 21 დაკარგული ან „არასწორად დამუშავებული“ ჩემოდანი მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიის მგზავრებისთვის ბარგის დაკარგვის ალბათობა 2.1%-ია. თუმცა, კომპანიამ კვლევის მეთოდოლოგია არასანდოდ მიიჩნია.
არასახარბიელო მეორე ადგილზე TUI გავიდა, რომელზეც ყოველ 1000 მგზავრზე 6 დაკარგული ბარგი მოდის.
მას მოსდევს Wizz Air და easyJet, შესაბამისად, 5 და 2.8 დაკარგული ბარგით ყოველ 1000 მგზავრზე.
British Airways-ის წარმომადგენლის თქმით, ეს დასკვნები სტატისტიკურად დაუსაბუთებელია და მათ მიმართ სკეპტიკურად უნდა განეწყოთ საზოგადოება. „ჩვენ ბარგის გადაზიდვის ვალდებულებას სერიოზულად ვეკიდებით. მსგავსი პუბლიკაციები ჩვენი კოლეგების შრომას ძირს უთხრის“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
საავიაციო ტექნოლოგიების კომპანია SITA-ს მონაცემებით, 2024 წელს 33.4 მილიონი ბარგი დაიკარგა. ევროპაში ბარგის დაკარგვის ან არასწორად დამუშავების ალბათობა ორჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.