გაზრდილი კონკურენცია, ფასების ზეწოლა, Brexit-ი და საწვავის მაღალი ფასები – ავიაკომპანიების გაკოტრების უმთავრესი მიზეზებია. საკონსულტაციო კომპანია IBA-ს მონაცემებით, 2019 წელი რეკორდული იყო ავიაკომპანიების გაკოტრებების მაჩვენებლით, წლის განმავლობაში 20-მა გადამზიდავმა შეწყვიტა ოპერირება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.
Thomas Cook’s-ის გაკოტრებამ მგზავრებზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ათასობით მგზავრს მოუხდა შვებულების გადადება, ამან თავის მხრივ გავლენა იქონია ტურიზმის სექტორზეც. წელს გაკოტრდა Brazilian airline, Avianca Brasil და Indian Jet Airways. ბაზრიდან გაქრა ასევე: Adria – სლოვენიიც ეროვნული ავიაკომპანია, Germania, Icelandic WOW Air, France’s Aigle Azur. ასევე გაუჩინარდა Cypriot Cobalt Air და Icelandic Primera Air. მცირე ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის მოხვდნენ American California Pacific და Colombian Aerolinea de Antioquia.
კოლაფსს გადაურჩა British Flybe და Virgin Atlantic.
ავიაკომპანიის გაკოტრებამ შესაძლოა გამოიწვიოს მგზავრისთვის ფრენის კომპენსაციის გადახდა, ან შესაძლოა მას უარიც ეთქვას კომპენსაციაზე.
ევროკავშირის წესების თანახმად, მგზავრებს ანაზღაურდება კომპენსაცია ფრენის შეფერხების ან გაუქმების შემთხვევაში, კომპენსაციის კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული
€250 1,500 კმ-მდე, €400 ევროკავშირის ფარგლებში 1,500 კმ და 1500-3000 კმ-ის ფარგლებში, €600 – 3,500 კმ.