2024 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 8 თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 3 579,516 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი. რვა თვეში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 2 779,357 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, თურქული სატვირთო გადამზიდავი MNG Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-აგვისტოს განმავლობაში 775,308 ტონა ტვირთი გაატარა.
რვა თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 507,111 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი GeoSky-ა, რომელიც 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 387,533 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines;
MNG Airlines;
Cargolux Airlines;
GeoSky.