2023 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ პირველი კვარტლის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 1 037,109 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი. 2023 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 598,827 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-მარტის განმავლობაში 387,763 ტონა ტვირთი გაატარა.
პირველი კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 310,211 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ესპანური სატვირთო ავიაგადამზიდავი Swiftair-ი, რომელიც 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 107,753 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Georgian Airlines;
MNG Airlines;
Cargolux Airlines;
Swiftair.