2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 9 თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2 757,154 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი. იანვარ-სექტემბერში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 1 744,974 ტონა ტვირთს მოემსახურა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-სექტემბერში განმავლობაში 1 117,797 ტონა ტვირთი გაატარა.
9 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა მოლდოვის სატვირთო ავიაგადამზიდავი Fly Pro, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 688,253 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ქართული სატვირთო ავიაგადამზიდავი Myway Airlines-ი, რომელიც 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 407,616 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
Turkish Cargo;
Cargolux Airlines;
Georgian Airlines;
Fly PRO;
Myway Airlines.