წლევანდელი ზაფხული მოგზაურობის მხრივ ქაოსური აღმოჩნდა. გაზზე მომატებული ფასების გამო მანქანით მგზავრობა ერთიორად გაძვირდა. საკრუიზო გემებზე არასაკმარისი პერსონალის გამო კი რესტორნები დაიხურა. თუმცა, არცერთ სატრანსპორტო სექტორს არ ჰქონია იმხელა ქაოსი, რამხელაც საჰაეროს.

ფრენების გადადებისა და გაუქმების გარდა, სატრანსპორტო ავიაკომპანიების დაუდევრობით ათასობით სამგზავრო ბარგი უგზოუკვლოდ იკარგებოდა. ბარგის ნაწილი არასწორ თვითმფრინავში თავსდებოდა, ნაწილი სხვა ქვეყნებში ან ქალაქებში გადაჰქონდათ, დანარჩენი – აეროპორტშივე რჩებოდა.

მგზავრთა ნაწილი კვირების განმავლობაში ხელცარიელი რჩებოდა და შვებულების გატარება ტანსაცმლის გარეშე უწევდათ.

ავიაკომპანიები ყოველთვის კარგავდნენ სამგზავრო ჩანთებს მცირე ოდენობით, მაგრამ წლევანდელ ზაფხულს პერსონალის ნაკლებობისა და ტექნიკური ხარვეზების გამო სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ტრანსპორტის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი „American Airline-სა“ და „Republic Airway-ს“ ჰქონდათ, – ყოველი 108 ჩანთიდან ერთი ეკარგებოდათ.

„DoT-ი” ყოველთვიურად, აშშ-ს 17-ი ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის მონაცემებს აქვეყნებს თითოეულ რეისზე რამდენი ჩანთა უნდა ჩატვირთულიყო და აქედან რამდენი დაიკარგა.

ავიაკომპანიებმა, საშუალოდ, სამგზავრო ჩანთების 0,62% დაკარგეს. ცნობისთვის 2021 წლის იმავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 0,44% იყო.

• ავიაკომპანიების იანვარ-ივნისის ჩამონათვალი, ყოველი 1000-დან რამდენი სამგზავრო ბარგი დაიკარგა:

American Airlines – 9.3 per 1,000

Republic Airways – 9.3

Envoy Air – 8.6

Alaska Airlines – 7.5

PSA Airlines – 7.0

JetBlue Airways – 7.0

Mesa Airlines – 6.7

Horizon Air – 6.6
United Airlines – 6.4

Delta Air Lines – 6.3

Skywest Airlines – 5.9

Endeavor Air – 5.8

Spirit Airlines – 4.8

Southwest Airlines – 4.5

Frontier Airlines – 3.6

Hawaiian Airlines – 3.1

Allegiant Air – 1.6

• ივნისის მონაცემები, რომელიც წინა თვის შედეგთან – 0.56% – შედარებით გაზრდილია და 0.70%-ია:

American Airlines – 12.3

Republic Airways – 10.3

Envoy Air – 10.1

PSA Airlines – 9.3

Mesa Airlines – 8.5

JetBlue Airways – 7.5

Alaska Airlines – 7.5

United Airlines – 6.8

Delta Air Lines – 5.9

Skywest Airlines – 5.7

Horizon Air – 5.6

Spirit Airlines – 5.6

Southwest Airlines – 5.5

Endeavor Air – 5.1

Frontier Airlines – 3.9

Hawaiian Airlines – 3.3

Allegiant Air – 1.6