საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი  კომპანიაWizz Air-ია. 2019 წლის იანვარივნისის სტატისტიკურიმაჩვენებლებით, “ლოუკოსტერისაქართველოს ავიაბაზარზე 6 თვეში ​348 ათას 850 მგზავრს მოემსახურა და ამ მაჩვენებლებით ბაზრის14%-ის მფლობელი გახდა.

2018 წლის იანვარივნისის მონაცემებით Wizz Air- საქართველოს ავიაბაზრის 11%- ფლობდა და ისლიდერთა რეიტინგში მესამე ადგილზე იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედიავიაკომპანიების რეგულარული და მრავალჯერადიჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრთარაოდენობის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლისმიხედვითაც 2019 წლის პირველ ნახევარშისაქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილიმგზავრთნაკადით Wizz Air-ის შემდეგ ყველაზე მეტმგზავრს Georgian Airways- მოემსახურა. 6 თვეშიავიაკომპანიამ 260 ათას 774 მგზავრი გადაიყვანა დაბაზრის 11%-ის მფლობელიც გახდა.

2018 წლის პირველ ნახევარში Georgian Airways-ის წილი12%- იყო და ავიაკომპანია თურქულ Turkish Airlines-თან ერთად ლიდერის პოზიციაზე იყო

2019 წლის იანვარივნისის მაჩვენებლებით, საქართველოს ავიაბაზრის 10%- Turkish Airlines- აკონტროლებს და ის რეიტინგში მესამე პოზიციაზეავიაგადამზიდავი საქართველოს აეროპორტებშისულ 255 ათას 66 ათას მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის იანვარივნისში Turkish Airlines-ის წილიქართულ ავიაბაზარზე 12%- შეადგენდა

ანუ, 1 წლის განმავლობაში Georgian Airways-ის წილი საქართველოს ავიაბაზარზე 1%-ითშემცირდა, ხოლო Turkish Airlines-მა წილის 2%-იანიკლება დააფიქსირა

2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლებით, გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეოთხე ადგილს, 7-7%-იანი წილით, რუსული ავიაკომპანიებიUral Airlines- და Pobeda Airlines- ინაწილებენ. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი Ural Airlines-ისბაზრის წილი 5%-, ხოლო Pobeda Airlines-ის წილი 3%-შეადგენდა.

აგულისხმოა, რომ 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლებით, რუსული ავიაკომპანიებიმთლიანობაში საქართველოს ავიაბაზრისმინიმუმ 23%- აკონტროლებდნენ. როგორცცნობილია საქართველოს რუსეთს შორისპირდაპირი ავიამომისვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა და შესაბამისად, თუ კიპოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნებამიღებული და რუსეთის ფედერაციისპრეზიდენტი საქართველოს მიმართულებითპირდაპირ ავიარეისებს არ დაუშვებს, მაშინ 2019 წლისთვის ქართულ ავიაბაზარზე რუსულიავიაკომპანიების წილის ზრდა ვეღარ მოხდება, ხოლო 2020 წლის წილობრივ გადანაწილებაში კიმათი წილი საერთოდ აღარ იქნება.

საქართველოს ავიაბაზრის 4-4%-იან წილსფლობენ: Ukraine International Airlines- (FlyUIA), Aeroflot-, S7- და Fly Dubai.

2019 წლის 6 თვეშიგადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის3%-ის მფლობელია თურქულიავიაკომპანია Pegasus Airlines-.​

ბაზრის 2-2%-იან წილს ინაწილებენ ​Azerbaijan Airlines- (AZAL), Belavia,  Air Arabia, EL AL-. Israel Airlines-, Lufthansa, LOT Polish Airlines-, Skyup Airlines-, Qeshm Airlines-  და Qatar Airways-.

2019 წლის იანვარივნისის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებითგადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის88%- უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 12%-ეროვნულ ავიაგადამზიდავებზე მოდის. 2018 წლისანალოგიური პერიოდის სტატისტიკურიმაჩვენებლების თანახმად კი ​87%- უცხოურ, ხოლო13%- ადგილობრივ ავიაკომპანიებს ეკავა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარივნისში საქართველოსაეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2 მლნ 449 ათას 268 მგზავრი შეადგინა.

PS. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვისპროცენტული მაჩვენებლის კლება ხშირად არნიშნავს იმას, რომ ავიაგადამზიდავს მგზავრთნაკადი შეუმცირდა. უბრალოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე ამათუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.