ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების სხვადასხვა მიმართულებებზე ავიაბილეთების რეალიზაცია შეუძლია. Georgian Airways-ს ზიარი კოდების (Codeshare agreement) გამოყენებაზე ხელშეკრულებები გააჩნია ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებთან, როგორებიცაა KLM-ი, Austrian Airlines, Air France, Delta Airlines, Air Astana, Hahn Air და სხვა.
აღნიშნული ხელშეკრულებებით, ამავე ავიაკომპანიებს შეუძლიათ Georgian Airways-ს მიმართულებებზე გაყიდონ კომბინირებული ბილეთები.
Georgian Airways-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.
ამ დროისათვის Georgian Airways-ს ინტერლაინ ხელშეკრულებები რამდენიმე მსხვილ ავიაკომპანიასთან აქვს დადებული.
„ასეთი პარტნიორების არსებობა ჩვენი ავიაკომპანიის მომხმარებლებს უადვილებს მგზავრობას და მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაში ეხმარება. საავიაციო ბაზარზე ჩვენი პარტნიორები არიან: Austrian Airlines, KLM, Airfrance, Delta Airlines, Air Astana, Hahn Air, AIRCOMPANY ARMENIA. ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ ვართ Boeing, Bombardier, Lufthansa Technik, IATA, ICAO, EASA, Amadeus, Sabre, Sirena და მრავალი სხვა ორგანიზაციის ახლო პარტნიორები. ჩვენ გვჯერა, რომ პარტნიორობის მეშვეობით მუდმივად ვაძლიერებთ და ვაფართოებთ ჩვენს სერვისებს, ჩვენი მგზავრების სასარგებლოდ“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.