ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ევროპის რამდენიმე მიმართულებით აპირებს ოპერირებას. ამსტერდამი, ვენა, ნიცა, ბერლინი, მილანი, ლარნაკა, სალონიკი ეს ის ევროპული მიმართულებების ჩამონათვალია, სადაც Georgian Airways-ი განახორციელებს ფრენებს.

ავიაკომპანია ამსტერდამის, ვენის, ნიცას, ბერლინის, მილანის, სალონიკის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით გეგმავს რეისების შესრულებას, ხოლო ლარნაკასა და პარიზის მიმართულებით კვირაში 3-3 სიხშირით.

აღსანიშნავია, რომ ამ ევროპულ მიმართულებებზე Georgian Airways-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზეც ასრულებდა ფრენებს.