ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნმა ერთ დღიან სამუშაოზე თქვა უარი, რაშიც 35 მლნ დოლარს გადაუხდიდნენ.
მსახიობმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხდა, რომ:„მე უარვყავი დღეში 35 მილიონი დოლარის სარეკლამო შეთავაზება ავიაკომპანიისგან იმ ქვეყანაში, რომელიც ზოგჯერ საეჭვო ნაბიჯებს დგამდა. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ეს არ ღირდა.”
კლუნიმ არ დაასახელა ავიაკომპანია და არც ქვეყანა, თუმცა ბევრმა უცხოურმა მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ კომპანია, რომელზედაც მსახიობი საუბრობდა თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი იყო.
ზოგიერთმა მედიასაშუალებებმა კი განაცხადეს, რომ კლუნმა ბაჰრეინის სამეფოს ავიაკომპანია Gulf Air-თან თანამშრომლობაზე თქვა უარი.