TradingPlatforms.com-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე კარგი სერვისი ბიზნესკლასის სეგმენტში ავიაკომპანია Singapore Air-ს აქვს. კვლევის მიხედვით, სინგაპურის ავიაკომპანიამ საქმიანი მოგზაურების მომსახურების ხარისხისთვის 10 წულიდან 9.57 ქულა მიიღო.

“ბოლო 50 წლის განმავლობაში, Singapore Air-ი მომხმარებლებს ძვირადღირებულ ფრენებს სთავაზობდა. ავიაგადამზიდავს ესმის კომფორტის მნიშვნელობა საქმიანი მოგზაურებისთვის და ყველაფერს აკეთებს მათთვის კარგი დასვენებისთვის“, – განაცხადა TradingPlatforms.com-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ედიტ რიდსმა.

ცნობილია, რომ Singapore Air-ის აქვს ორი ტიპის სავარძლები: Lazy Z და Sundeck. პირველი არის აკვნის პოზიცია, რომელიც არეგულირებს და აბალანსებს მგზავრის წონას. ხოლო მეორე უფრო მეტი დასვენებისთვის, რაც მოგზაურს საშუალებას აძლევს გაჭიმოს ფეხები და განიტვირთოს. გარდა ამისა, სავარძლები გარდაიქმნება სრულ საწოლებად.

ავიაკომპანია ბიზნესკლასის მგზავრებს სთავაზობს ასევე თეთრეულს და ბალიშებს დასაძინებლად. ასევე, ფრენის მიხედვით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ოჯახს და მეგობრებს ინტერნეტის საშუალებით.

საინტერესოა, რომ საუკეთესო ბიზნესკლასის მქონე ავიაკომპანიების სიის ათეულში დომინირებს აზიური ავიაკომპანიები. რეიტინგში მეორე ადგილზეა Qatar Airways -ი 9,29 ქულით. შემდეგ მოდის Hong Kong Cathay Pacific-ი 9 ქულით. სხვა აზიური ავიაკომპანიები ათეულში შედიან Etihad-ი, Emirates-ი და Japan Airlines-ი.

ევროპული ავიაკომპანიებიდან ათეულში მოხვდნენ Turkish Airlines-ი (მე-4 ადგილი 8,86 ქულით) და Virgin Atlantic-ი (მე-10 ადგილი, 8,43 ქულა).

ასევე TOP-10-ში მოხვდნენ Air New Zealand-ი და Delta.