კომპანია MyVoucherCodes-მა აეროპორტებში ყველაზე ძვირადღირებული პარკინგების რეიტინგი გამოაქვეყნა. კომპანიის ექსპერტებმა 100 აეროპორტის პარკინგის ტარიფები შეადარეს და დაადგინეს, რომ ლონდონის ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტში, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პარკინგია. ირკვევა, რომ ჰითროუს აეროპორტის პარკინგზე ავტომობილის გაჩერება 8-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ბანგკოკის აეროპორტის პარკინგზე.
აღსანიშნავია, რომ „ტოპ-5“-ში მოხვდა ლონდონის სამი აეროპორტი.
მაშ ასე მსოფლიოს აეროპორტების ყველაზე ძვირადღირებული პარკინგების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ლონდონის ჰითროუს აეროპორტის პარკინგი (£187);
- აბუ დაბის აეროპორტის პარკინგი (£176);
- ლონდონის სტანსტედის აეროპორტის პარკინგი (£164);
- ციურიხის აეროპორტის პარკინგი (£163);
- ლონდონის გატვიკის აეროპორტის პარკინგი(£145);
რაც შეეხება ყველაზე იაფ პარკინგს, ის ბანგკოკში მდებარეობს.
აეროპორტების ყველაზე იაფიანი პარკინგების „ტოპ-5“ ასე გამოიყურება:
- ბანგკოკის აეროპორტის პარკინგი (£22);
ჩინეთში, ციანბეის აეროპორტის პარკინგი (£23); - დიუსელდორფი აეროპორტის პარკინგი (£25);
ჩინეთის, უხან ტიანხიუს აეროპორტის პარკინგი (£27); - სან პაულუს აეროპორტის პარკინგი (£28);