პოპულარულმა საავიაციო გამოცემა Simple Flying-მა Duty Free-ის მიხედვით საუკეთესო აეროპორტები დაასახელა.

აეროპორტები მთელს მსოფლიოში იყენებენ უბაჟო საცალო ვაჭრობის უნიკალურ მახასიათებლებს, რათა ვაჭრობის სტიმულირება მოახდინონ და გაზარდონ საკუთარი არასააერნაოსნო შემოსავლები.

მე-5 ადგილი: Duty Free, ლონდონის ჰიტროუს აეროპორტი (LHR)

ხუთეულში, Simple Flying-ის მიხედვით, ლონდონის ჰიტროუს საერთაშორისო აეროპორტია.

ლონდონის აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აეროპორტია. Skytrax-მა ის 2023 წელს რეიტინგში “მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები შოპინგისთვის” მეოთხე ადგილზე მოახვედრა.

მაღაზიების უმეტესობა განთავსებულია ტერმინალ 5-ში. აქ არის ძვირადღირებული საცალო მაღაზიების დიდი არჩევანი, როგორიცაა Burberry, Chanel და Louis Vuitton. გარდა ამისა, აეროპორტის Duty Free-ის ზონაშია Harrods-ის ფილიალი – ელიტარული რითეილერი, სადაც მგზავრებს შეუძლიათ იპოვონ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Dior და Hermes.

გასართობი მიმართულება მოიცავს ჰარი პოტერის მაღაზიას, რომელიც ყიდის ექსკლუზიურ თემატურ საქონელს, მათ შორის შეკვეთით დამზადებული შარფებსა და ჯოხებს.

მე-4 ადგილი: Duty Free, სინგაპურის ჩანგის აეროპორტი (SIN)

სინგაპურის ჩანგის აეროპორტს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი Duty Free. The Points Guy-ის მიხედვით, ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე იაფია.

სავაჭრო ცენტრში Changi Airport განთავსებულია 125-ზე მეტი სხვადასხვა მაღაზია, მათ შორის გაჯეტების, სამკაულების, კოსმეტიკის, სუნამოების და სხვა. აქ არის ასევე უნიკალური Pokémon Center, რომელიც ყიდის ექსკლუზიურ ნივთებს “დაფუძნებულს” მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანიმეზე.

მაღაზიების გარდა, ჩანგის ასევე აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შიდა ჩანჩქერი – HSBC Rain Vortex.

მე-3 ადგილი: Duty Free, ნიუ-იორკის ფ. კენედის აეროპორტი (JFK)

ნიუ-იორკის აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია შეერთებულ შტატებში. მას ხუთივე ტერმინალში განსხვავებული სავაჭრო სივრცეები აქვს.

ბევრი ძვირადღირებული ბუტიკი განლაგებულია ტერმინალ 1-ში და 4-ში. იქ შეგიძლიათ იპოვოთ Cartier, Coach და Michael Kors. აეროპორტი გაფართოებას განაგრძობს და შესაბამისად, მომდევნო წლებში Duty Free ზონებიც გაფართოვდება.

მე-2 ადგილი: Duty Free, ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი (HKG)

აეროპორტი, რომელიც პასუხისმგებელია ჰონგ კონგის მომსახურებაზე, ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სატრანზიტო ცენტრად. Duty Free ხელმისაწვდომია 24/7-ზე.

Duty Free ზონაში 300-ზე მეტი მაღაზიაა, რომელთაგან თითქმის 50 მდებარეობს ტერმინალ 1-ში. მათ შორის არიან ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Bose, Calvin Klein, Armani და Chanel.

შოპინგის დატვირთული დღის შემდეგ, მგზავრებს შეუძლიათ დაისვენონ რამდენიმე სპა-დან ერთ-ერთში ან უყურონ ფილმს IMAX-ის თეატრში, თუ ფრენამდე საკმარისი დროა.

პირველი ადგილი: Duty Free, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB)

უდავო ლიდერი დუბაის აეროპორტია.ის მგზავრებს საშუალებას აძლევს იშოპინგონ ბევრ ძვირადღირებულ მაღაზიაში, როგორიცაა Versace, Montblanc და ა.შ. ასევე არის ელექტრონიკის სპეციალიზებული მაღაზიები, რომლებიც გვთავაზობენ სმარტფონებს, კამერებს და სხვა ბრენდირებულ აღჭურვილობას.