მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) დაფიქსირების შემდეგ, თვითმფრინავებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საკითხი მეტად აქტუალური გახდა. Travel and Leisure ამერიკული ავიაკომპანია Delta-ს მაგალითზე თვითმფრინავების დეზინფექციის პროცესს აღწერს და განმარტავს, რომ დეზინფექცია უტარდება თვითმფრინავის 19 ნაწილს.

ავიაკომპანია Delta-მ, ხელმძღვანელობიდან დავალება მიიღო, რომ მაქსიმალურად მოხდეს საჰაერო ხომალდების დეზინფექცია. შესაბამისად, თვითმფრინავის დეზინფექცია ტარდება, როგორც თვითმფრინავის წინა და უკანა ნაწილებში, ასევე სავარძლებს შორისაც. დეზინფექცია უტარდება, როგორც იატაკს ასევე ჭერს. დეზინფექცია წარმოებს ძლიერი სადეზინფექციო საშუალებებით, რომლებიც რეკომენდირებულია EPA-ს მიერ. 

როგორც Delta-შ განმარტავენ სპეციალურად იწმინდება და ირეცხება ასევე ის ჟურჭელი, რომლის მოხმარებაც ბორტზე ხდება. საერთაშორისო რეისებზე მგზავრებს ურიგდებათ ასევე ანტიბაქტერიული სითხე და სპეციალური ხელსაწმენდები. 

ავიაკომპანია Singapore Airlines-ი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის აქტიურად იყენებს Calla 1452-ს.

Qantas-ი კი ანალოგიური სამუშაოებისათვის მიმართავს საავადმყოფოს სადეზინფექციო საშუალებას, სახელწოდებით Viraclean.

Korean Air-ი კი იყენებს MD-125-ს. ყველა ჩამოთვლილი პრეპარატი მიეკუთვნება ძლიერ სადეზინფექციო საშუალებებს. 

​​რაც შეეხება ავიაკომპანია United Airlines-ის ის იყენებს ანალოგიურ საშუალებებს, რაც 2014 წელს ებოლას პრევენციისთვის იყო გამოყენებული. ყოველი რეისის შემდეგ, თვითმფრინავის სალონში რასაც შესაძლოა მგზავრი შეეხო მაქსიმალურად მუშავდება. COVID-19-ით დაინფიცირებული მგზავრის ტრანსპორტირების შემდეგ კი კონკრეტული თვითმფრინავი, დროებით, ექსპლუატაციიდან ამოაქვს, რათა მისი სრული დეზინფექცია მოახდინოს და იმავდროულად ქიმიურად დაამუშაოს ხალიჩები. 

ავიაკომპანიები განმარტავენ, რომ თანამედროვე თვითმფრინავები აღჭურვილია ისეთი ფილტრებით, რომელიც ჰაერში უცხო ნაწილაკების გავრცელების შესაძლებლობას 99,999%-მდე ამცირებს, საუბარია 0,01 მიკრონამდე ზომის მცირე ნაწილაკებზე. ახალი კორონავირუსის საშუალო ზომა კი 0,08-დან 0,16 მიკრონამდეა.