მომდევნო ათი წლის სტრატეგიის მიხედვით, თურქეთის ეროვნული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი მიზნად ისახავს გააორმაგოს თავისი ფლოტი 800 თვითმფრინავამდე და ყოველწლიურად გადაიყვანოს 170 მილიონი მგზავრი. ეს კი ავიაკომპანიის ახალი სტრატეგიაა 2033 წლისთვის, ანუ ავიაკომპანიის 100 წლისთავისთვის.
ახალი გეგმა ითვალისწინებს სამგზავრო გადაყვანის განვითარებას წლიური 7%-ით; 2023 წელს ავიაკომპანია 85 მილიონი ადამიანის მომსახურებას გეგმავს.
Turkish Airlines-ი ამჟამად 411 თვითმფრინავს (სამგზავრო და სატვირთო) ახორციელებს და წლის ბოლომდე გეგმავს ფლოტის გაზრდას 435 თვითმფრინავამდე. ცნობილია,რომ ავიაგადამზიდავს შეუკვეთა გაკეთებული აქვს 82 თვითმფრინავზე (14 ერთეული Boeing და 68 ერთეული Airbus).
ავიაკომპანია არის გლობალური Star Alliance-ის წევრი და ახორციელებს ფრენებს 340 მიმართულებით, საიდანაც 289 არის საერთაშორისო მიმართულება (129 ქვეყანაში) და 53 მიმართულება ადგილობრივი. გეგმის მიხედვით, 2033 წლისთვის მისი მარშრუტების ქსელი 400 მიმართულებამდე უნდა გაიზარდოს.
ამ დროისთვის კომპანიის კონსოლიდირებული შემოსავალი 50 მილიარდ დოლარს უნდა აღემატებოდეს, 2022 წელს მიღებული 18,4 მილიარდ დოლართან შედარებით. ის ასევე გეგმავს გააორმაგოს თავისი სატვირთო ბიზნესის მოცულობა, რომელიც გამოიმუშავებს მისი შემოსავლის მეხუთედზე მეტს.
Turkish Airlines-ში (მათ შორის შვილობილ კომპანიებში) დასაქმებულია 75 ათასზე მეტი ადამიანი. გეგმის მიხედვით კი 10 წელიწადში დასაქმებულთა რაოდენობა 150 ათასს უნდა მიაღწიოს.
Turkish Airlines-ი გეგმავს თავისი დაბალბიუჯეტიანი შვილობილი AnadoluJet-ი ცალკე დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად გაიტანოს – შეცვალოს მისი ბრენდი, შეცვალოს შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა და გაზარდოს ფლოტი 65-დან 200 თვითმფრინავამდე. ასევე შეავსოს მისი ფლოტი ახალი თაობის თვითმფრინავებით.
AnadoluJet ამჟამად დაფრინავს Turkish Airlines-ის ოპერატორის ლიცენზიის გამოყენებით, რაც ხელს უშლის მას Pegasus Airlines-ის, მისი მთავარი ადგილობრივი კონკურენტის, დაბალი ღირებულების მიღწევაში. მაგალითად, Turkish Airlines-ის პილოტები ასევე დაფრინავენ AnadoluJet-ის თვითმფრინავით.
გეგმის მიხედვით, AnadoluJet-ი ბაზირებული იქნება სტამბოლის საბიჰა გოქჩენის (აზიური ნაწილი) და დედაქალაქ ანკარას აეროპორტში, ხოლო Turkish Airlines-ი – სტამბოლის ახალ მეგააეროპორტში (ევროპული ნაწილი).
შეგახსენებთ, რომ Turkish Airlines-ი დაარსდა 1933 წელს ხუთი თვითმფრინავით. ბოლო 20 წლის განმავლობაში ის გადაიქცა გლობალურ ავიაკომპანიად.