ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენებზე გადადის. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, ზაფხულის პერიოდიდან თბილისსა და ალმათის შორის ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.
ასევე ივნისიდან Air Astana განაახლებს სეზონური ფრენებს ალმათი-ბათუმი-ალმათი და ასტანა-თბილისი-ასტანას საჰაერო ხაზზე.
ავიაკომპანიის განმარტებით, ავიარეისები ბათუმსა და ალმათას შორის კვირაში 5-ჯერ შესრულდება, გარდა ოთხშაბათისა და სამშაბათისა, თბილისსა და ასტანას შორის კი კვირაში 3-ჯერ ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus A320/A321 თვითმფრინავით.