აპრილიდან უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი მოლდოვიდან ფრენებს განაახლებს. აღნიშნული მიმართულებიდან ავიაკომპანიამ უკვე გაყიდა 20 000 ბილეთი. უახლოესი გეგმები მოიცავს კიდევ ორი ბაზის გახსნას ევროკავშირის ქვეყნებში. როგორ მოახერხა SkyUp Airlines-მა საზღვარგარეთ განვითარება და ფრენების განახლება და როდის გაფრინდება ისევ უკრაინიდან? აღნიშნულ კითხვებს SkyUp-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი სეროხოვმა უპასუხა, რომელმაც forbes.ua-ს ინტერვიუ მისცა.
„სამი წლის ომის შემდეგ SkyUp Airlines არა მხოლოდ გადარჩა, არამედ საერთაშორისო მოთამაშეც გახდა. 18 აპრილიდან SkyUp რეგულარულ ფრენებს იწყებს კიშინიოვიდან და აპირებს გააფართოოს თავისი ყოფნა ევროკავშირში. 2025 წლის ბოლოსთვის კომპანია ელის, რომ გახსნის კიდევ ორი ბაზას აღმოსავლეთ ევროპაში და გაზრდის ფლოტს 15-ზე მეტ თვითმფრინავამდე. ჩვენ მილიარდობით ევროს ინვესტიციას ვახორციელებთ“, განაცხადა დიმიტრი სეროხოვმა.
2024 წლის შედეგების მიხედვით, SkyUp Airlines-ის შემოსავალი წინა წელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა – დაახლოებით 3,9 მილიარდი გრივნა, კომპანიის ცნობით, წლიური წმინდა მოგება 3,5-ჯერ შემცირდა და 89 მლნ გრივნა შეადგინა. YouControl-ის მიხედვით, SkyUp Airlines-ი ეკუთვნის ალბას ოჯახს.