ამა თუ იმ სახის ტექნიკური ხარვეზი ავიაკომპანიების ოპერირების თანმდევი ნაწილია. 2024 წლის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს აეროპორტებში სხვადასხვა ავიაკომპანიების ბალანსზე ოფიციალურად 26 ტექნიკური სახის შემთხვევაა აღრიცხული.

26.10.2024

Wizz Air-ის რეისი W67923 ქუთაისი-პრაღას მიმართულებით. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს მეხი დაეცა. თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა

19-10-24

Red Wings-ს რეისი RWZ554  ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით, აფრენიდან რამდენიმე წუთში ტექნიკური პრობლემის გამო დაბრუნდა ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტში.

27-09-24

Azerbaijan Airlines-ის რეისი AHY8230  თბილისი-ბაქოს მიმართულებით დაბრუნდა სადგომზე ასაფრენი პოზიციიდან, ტექნიკური პრობლემის გამო.

16-09-24

Red Wings-ის რეისი RWZ2558  თბილისი-სოჭის მიმართულებით, დაბრუნდა სადგომზე ასაფრენი პოზიციიდან, ტექნიკური პრობლემის გამო (საჭირო გახდა ბორტზე კომპიუტერული სისტემის გადატვირთვა).

08-09-24

Red Wings-ის რეისი RWZ1302  ბათუმი-სამარას მიმართულებით შეწყვიტა აფრენა და  დაბრუნდა სადგომზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური პრობლემის გამო (მარჯვენა ძრავაზე ალარმი ჩაირთო)

01-09-24

Wizz Air-ის რეისი WZZ1031 ქუთაისი-ბარსელონას მიმართულებით, ასაფრენი ბილიკიდან დაბრუნდა სადგომზე, ტექნიკური პრობლემის გამო.

21-07-24

Red Wings-ის რეისი RWZ560 თბილისი-მოსკოვის მიმართულებით დაბრუნდა სადგომზე ფუშ ბექისშემდეგ, ტექნიკური პრობლემის გამო.

16-07-24

Air Astana-ს რეისი KZR170 ბათუმი-ალმატის მიმართულებით, დაბრუნდა ასაფრენი ბილიკიდან ტექნიკური პრობლემის გამო.

07-07-24

EL AL-ის რეისი  ELY5118  თბილისი-თელ ავივის მიმართულებით დაბრუნდა სადგომზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფუშბექის შემდეგ, ძრავიდან საწვავის გაჟონვის გამო

28-06-24

Red Wings-ის რეისი RWZ560 თბილისი-მოსკოვის მიმართულებით აფრენის წერტილიდან დაბრუნდა სადგომზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ძრავიდან საწვავის გაჟონვის გამო.

12-06-24

Red Wings-ის რეისი RWZ552 ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით დაბრუნდა სადგომზე ფუშ-ბექის შემდეგ ტექნიკური პრობლემების გამო.

05-06-24

Azimut-ის რეისი  AZ06154 თბილისი-მინერალნიე ვოდის მიმართულებით  შეწყვიტა აფრენა და დაბრუნდა ძრავის გაუმართაობის გამო.

04-06-24

Camex Airline-ს რეისი CMS2350 თბილისი-შარჟას მიმართულებით, დაბრუნდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერევნიდან ფანჯარაზე გაჩენილი ბზარის გამო.

31-05-24

Wizz Air-ის რეისი WZZ5827 ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულებით, დაბრუნდა ასაფრენი ბილიკიდან სადგომზე ტექნიკური პრობლემის გამო.

31-05-24

Red Wings-ის რეისი RWZ552 თბილისი-მოსკოვის მიმართულებით დაბრუნდა ასაფრენი ბილიკიდან სადგომზე ტექნიკური პრობლემის გამო.

08-05-24

Azimut-ის რეისი AZO7010  თბილისი-მოსკოვის მიმართულებით დაბრუნდა სადგომზე ტექნიკური პრობლემის გამო.

05-05-24

Pegasus-ის რეისი PGT315 თბილისი-სტამბოლის მიმართულებით დაბრუნდა სადგომზე ტექნიკური პრობლემის გამო.

21-04-24

ARKIA-ს რეისი AIZ2414 ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით დაბრუნდა ასაფრენი ბილიკიდან სადგომზე ძრავის გაუმართაობის გამო.

09-04-24

ARKIA-ს რეისი AlZ416 ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით ვერ აფრინდა საბორტო კომპიუტერის გაუმართაობის გამო.

02-04-24

ISR AIR-ის რეისი ISR890  ბათუმი თელ-ავივის მიმართულებით შეწყვიტა აფრენა და დაბრუნდა ტექნიკური მიზეზის გამო.

18-03-24

EL-Al-ის რეისი ELY5108 თბილისი-თელ ავივის მიმართულებით შეწყვიტა აფრენა და დაბრუნდა ტექნიკური მიზეზის გამო.

02-02-24

GeoSky-ის რეისი GEL902, აფრენის შემდეგ შეექმნა ფრენის კონტროლის პრობლემები, 1 საათში, საწვავის დემპინგის შემდეგ დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

27-01-24

Azimut-ის რეისი AZO7010  თბილისი-მოსკოვის მიმართულებით  ასაფრენი პოზიციიდან დაბრუნდა სადგომზე ტექნიკური პრობლემის გამო.

09-01-24

Kuwait Airways-ი რეისი KAC192 თბილისი-ქუვეითის მიმართულებით ასაფრენი პოზიციიდან დაბრუნდა სადგომზე ტექნიკური პრობლემის გამო.

04-01-24

Jaseera Airways-ის რეისი JZR612 თბილისი-ქუვეითის მიმართულებით დაბრუნდა ასაფრენი ბილიკიდან სადგომზე ტექნიკური პრობლემის გამო.

04-01-24

ISR AIR-ის რეისი ISR884 ბათუმი თელ-ავივის მიმართულებით, ასაფრენი პოზიციიდან დაბრუნდა სადგომზე ძრავაში მაღალი ტემპერატურის გამო.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა, რადიოკავშირის ხარვეზის გამო აფრენის აეროპორტში დაეშვა. აღნიშნულის მიზეზად კი ავიაკომპანიაში ბორტსა და ნავიგაციას შორის კომუნიკაციაში მცირე ხარვეზი დაასახელეს, რამაც თავი აფრენისთანავე იჩინა. რადიოკავშირის ხარვეზის გამო ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის თავზე იფრინა და საწვავს ცლიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.