საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 39%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 6,3 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით მეტია 2023 წლის 10 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 71%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 564 038 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 3 716 700 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 5 089 022 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 6 361 695 მგზავრს.

2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 053 962 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 113 127 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 2 504 898 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-ოქტომბერში კი 3 255 840 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის 10 თვის 2019 წლის 10 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 25%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 62%-იანი ზრდა.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით მგზავრთნაკადის 47%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 837 937 მგზავრი გაატარა, რაც 47%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 10 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 568 891 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 549 961 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში კი 571 604 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 101%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 126%-იანი ზრდა

2019 წლის 10 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 719 752 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 639 086 მგზავრს, 2023 წლის 10 თვეში 1 380 373 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 447 2707 მგზავრს.