LGBTQ+ ადამიანებისთვის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოქვეყნდა. სამეულში მოხვდნენ ლისაბონი, კოპენჰაგენი და ნიუ-იორკი.
რეიტინგი Emisil-მა შეადგინა. მან გაითვალისწინა ანტიდისკრიმინაციული კანონების არსებობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დაბალი რეიტინგი და ქვიარ კლუბებისა და ბარების რაოდენობა, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ Google Maps-ზე.
TOP-10 რეიტინგი ასე გამოიყურება:
ლისაბონი;
კოპენჰაგენი;
ნიუ იორკი;
ამსტერდამი;
ტაიპეი;
ბარსელონა;
რეიკიავიკი;
ტორონტო;
ტოკიო;
პარიზი.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, კოპენჰაგენი ლისაბონზე მაღლა დგას. მაგრამ ლისაბონი გთავაზობთ მეტ ადგილს და აქტივობებს LGBTQ+ ადამიანებისთვის. ნიუ-იორკი სიაში მესამე ადგილზე გავიდა LGBTQ+ საზოგადოებისთვის კლუბებისა და ბარების დიდი რაოდენობის გამო. ამსტერდამმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ის პირველი ქვეყანაა სიაში, რომელმაც აღიარა ერთსქესიანთა ქორწინება (ჯერ კიდევ 2001 წელს). ტაიპეი მეხუთე ადგილზეა ხელმისაწვდომი ღამის ცხოვრების გამო, მაგრამ ქალაქის უსაფრთხოების ინდექსიც მაღალია.