თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AJet-ი საქართველოს ავიაბაზარზე 31 მარტიდან იწყებს ოპერირებას. კომპანიამ ავიაბილეთების გაყიდვები რამდენიმე კვირის უკან გახსნა და მგზავრებს გარკვეული სააქციო შეთავაზებაც გაუკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ AJet-ის ყველა ავიაბილეთი აერთიანებს ბორტზე 8 კგ-მდე ხელბარგის ატანას.
AJet-ის სატარიფო პოლიტიკა აერთიანებს 4 სახის ბილეთს, ესენია: BASIC, ECOJET, FLEX, PREMIUM.
ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი.
BASIC ბილეთი მოიცავს:
• 1 ცალი ხელბარგი x 8 კგ-მდე
ECOJET ბილეთი მოიცავს:
• 1 ცალი ხელბარგი x 8 კგ-მდე
• 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი
• ბილეთის გადაცა ჯარიმების გარეშე
FLEX ბილეთი მოიცავს:
• 1 ცალი ხელბარგი x 8 კგ-მდე
• 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი
• სავარძლების სტანდარტული შერჩევა
• ბილეთის გადაცა ჯარიმების გარეშე
• თანხის დაბრუნება ჯარიმით.
PREMIUM ბილეთი მოიცავს:
1 ცალი ხელბარგი x 8 კგ-მდე
• 25 კგ ჩასაბარებელი ბარგი
• თქვენთვის სასურველი ადგილის არჩევა
• ბილეთის გადაცა ჯარიმების გარეშე (გამგზავრებამდე)
• თანხის მოქნილი დაბრუნება (გამგზავრებამდე)
• სენდვიჩის სერვისი.
დეტალები იხილეთ აქ