ავიაკომპანია Air France-KLM-მა  პანდემიამდელ დონემდე სიმძლავრის აღდგენის გეგმები გაასაჯაროვა. Flight Global-ის ინფორმაციით,  უახლოეს კვირებში Air France განაახლებს ფრენებს პარიზიდან დალასისა და დენვერის მიმართულებით. საერთო ჯამში, Air France განახორციელებს “დაახლოებით 200 ფრენას კვირაში 14 მიმართულებით” აშშ-ში, რომელიც მისი მთავარი გრძელმაგისტრალური მიმართულებაა. ეს კი 20%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
ავიაკომპანია ასევე გაზრდის ფრენების რაოდენობას კანადაში, აფრიკაში, კარიბის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და გეგმავს ფრენების პროგრამის გაფართოებას ევროპის მრავალ ქალაქში.
მოსალოდნელია, რომ ავიაკომპანია ამ ზაფხულს ხუთ კონტინენტზე 196 მიმართულებას მოემსახურება, რაც 2019 წლის გამტარუნარიანობის დაახლოებით 90%-ს შეადგენს.