ვის არ უყვარს მოგზაურობა? მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროპის ყველაზე ცნობილ კურორტებზე მოხვედრა აუხდენელი ოცნებაა. სინამდვილეში, საქართველოდან ამ ადგილებში მოგზაურობა იმაზე ადვილია, ვიდრე ფიქრობთ. ჩვენ დღეს გაგაცნობთ ევროპის 3 ყველაზე მომხიბლავ კურორტს და ხელმისაწვდომი მოგზაურობის ვარიანტებს შემოგთავაზებთ.
- კოსტა ბრავა: ხმელთაშუა ზღვის ძვირფასი ქვა
კოსტა ბრავა, რომელიც მდებარეობს კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, ესპანეთში, ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი სანაპირო ზოლით, თვალწარმტაცი სოფლებით და გასაოცარი კულტურით. მომხიბლავი კლდეებით, ოქროს პლაჟებით და განუმეორებელი სოფლებით დახუნძლული რეგიონი, ბუნებრივი სილამაზის და ისტორიული ხიბლის შესანიშნავი ნაზავია. აქ ყველაზე პოპულარული ადგილებია შუა საუკუნეების ქალაქი ტოსა დე მარი, სალვადორ დალის საყვარელი სოფელი – კადაკესი და აქტიური ქალაქი ჟირონა.
საქართველოდან კოსტა ბრავამდე მისასვლელად ყველაზე მარტივი გზაა ბარსელონაში, ელ პრატის აეროპორტში ჩაფრენა. სწორედ ამ რეისს, თანაც პირდაპირი მიმართულებით, ავიაკომპანია Wizz Air სთავაზობს ქართველ მომხმარებლებს. რაც შეეხება ფასებს, ბარსელონა ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია ევროპაში, ამიტომ, ბილეთის ფასიც, შედარებით მაღალია, თუმცა, Wizz Air-თან ერთად, კვლავ ხელმისაწვდომი. მაგალითად, 5 აგვისტოს, ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ბილეთის ყიდვა მხოლოდ 300 ლარადაა შესაძლებელი. აგვისტოს თვეში, ტურისტულად ყველაზე მოთხოვნად სეზონზე, ორივე გზა, დაახლოებით, 600-800 ლარი დაჯდება. თუკი წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე შეიძენთ ბილეთებს, ეს თავგადასავალი კიდევ უფრო ნაკლები დაჯდება!
ბარსელონიდან მატარებლით ან ავტობუსით მოხვდებით კოსტა ბრავას გრძელ სანაპიროზე. ამისთვის, დაახლოებით 1.5 საათი და სულ რაღაც 15-20 ევრო დაგჭირდებათ.
- ამალფის სანაპირო: იტალიის სანაპიროს სამკაული
ამალფის სანაპირო, რომელიც გადაჭიმულია იტალიის სორენტინის ნახევარკუნძულის სამხრეთ კიდეზე, განთქმულია თავისი მომხიბლავი კლდოვანი პეიზაჟებით, ფერადი სოფლებითა და ხმელთაშუა ზღვის განსაცვიფრებელი ხედებით. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ეს ადგილი გთავაზობთ ბუნებრივი სილამაზის, ისტორიისა და მდიდრული გამოცდილების სრულყოფილ ნაზავს.
Wizz Air-თან ერთად, არც ამალფის სანაპიროზე მოხვედრაა რთული. პირველ რიგში, ქუთაისიდან რომში უნდა გაეშუროთ. ბილეთის ფასები, რომის შემთხვევაშიც, საკმაოდ ბიუჯეტურია. მაგალითად, 4 აგვისტოს, ქუთაისიდან რომში გაფრენას 226 ლარად შეძლებთ. ორივე გზა კი, აგვისტოში, დაახლოებით 500-600 ლარი დაგიჯდებათ!
თუკი რომიდან გაჰყვებით მატარებელს ან ავტობუსს, სულ რაღაც 2.5 – 3 საათში, თქვენი ოცნების სანაპიროზე ამოყოფთ თავს. ამისთვის საჭიროა, რომ რომიდან ჯერ გაჰყვეთ ჩქაროსნულ მატარებელს ნეაპოლში, შემდეგ კი გადახვიდეთ სორენტოს მატარებელში.
- ჰალკიდიკი: საბერძნეთის ზურმუხტისფერი ნახევარკუნძული
ჰალკიდიკი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ საბერძნეთში, ცნობილია თავისი სამი ნახევარკუნძულით – კასანდრა, სითონია და ათონის მთა – თითოეული გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას და განუმეორებელ ბუნებას. ოქროს პლაჟებით, კრისტალურად სუფთა წყლებით და სიმწვანით ცნობილი ჰალკიდიკი, ნამდვილად არის სამოთხე როგორც პლაჟის, ასევე ბუნების მოყვარულთათვის. რეგიონი გაჟღენთილია ისტორიული ენერგიით – უძველესი ადგილებითა და წმინდა მონასტრებით სავსე ჰალკიდიკი კულტურულ სიღრმისა და ბუნებრივი სილამაზის დაუვიწყარი ერთიანობაა.
საქართველოდან ჰალკიდიკში მისასვლელად ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია თესალონიკის აეროპორტში ჩაფრენა. ამ რეისსაც, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, Wizz Air, გთავაზობთ – 1 აგვისტოს, ბილეთის ფასი, მხოლოდ 179 ლარია. ორივე გზის ღირებულება კი, დაახლოებით 400 ლარი დაჯდება.
თესალონიკიდან სულ რაღაც 1-2 საათში, ჰალკიდიკიში აღმოჩნდებით – დრო თქვენს მიერ შერჩეულ საბოლოო დანიშნულების ადგილზეა დამოკიდებული.
ბედნიერ მოგზაურობას და ოცნებების ახდენას გისურვებთ!